სად არის სკვერის ახალი სკამების ფიცრები?

სად არის სკვერის ახალი სკამების ფიცრები?

ნინოწმინდაში ახლად აღდგენილ სკვერში სკამების ფიცრები ამოიღეს.

რამდენიმე კვირის წინ კულტურის ცენტრის ეზოში, სკვერში, სეირნობისას შეამჩნევდით, რომ სკამებს ფიცრები აკლიათ. რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა 4 ასეთი სკამი აღმოაჩინეს (3 მათგანს თითო ფიცარი აკლდა, 1-ს კი 2 ფიცარი). ამ სცენის დანახვისას, პირველი, რაც შეიძლება მოგივიდეთ აზრად, არის ის, რომ ფიცარი გატყდა, ან მოსახლეობამ ამოიღო. შესაძლებელია…

აღსანიშნავია, რომ ფიცრების მომჭერი ხრახნიანები ადგილზე არ არის. ამიტომ ჩამტყდარი ფიცრების ვარიანტი ნაწილობრივ შეგვიძლია გამოვრიცხოთ.

მეორე ვარიანტი ისაა, რომ შესაძლოა კომპანიამ ფიცრები უნდა გამოცვალოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელ, შირაკ გალოიანს ვაცნობეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის მოსახლეობის დაუდევრობა, და შესაძლოა მათვე მოხსნეს ფიცრები, რადგან ახლაც პარკში გავლისას შეგვიძლია დავინახოთ, რომ ზოგიერთ სკამზე ფიცრები დეფორმირებულია. არის თუ არა ეს დაკავშირებული მასალის ხარისხთან?

ჩვენ შევეცადეთ კავშირი დაგვემყარებინა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან, შპს “საბა კონსტრაქშენთან”, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია (ინფორმაციის მიღებისთანავე პასუხს რადიო NOR-ი გაცნობებთ).

აღსანიშნავია, რომ კულტურის ცენტრის სიახლოვეს არის დაყენებული სათვალთვალო კამერა, რომელიც აფიქსირებს დარღვევებს. თუმცა კამერა ერთი პერიოდი მიმართული იყო ჰაიოს-ქართლოსის პარკისკენ, ახლა კი ერევანიანის ქუჩისკენაა მიმართული. ახლო მომავალში ამ ტერიტორიაზე სხვა კამერების დამონტაჟება არ არის გათვალისწინებული.

უამრავი დარღვევისა და დაბინძურების ფაქტებს, შესაბამისი ორგანოების მიერ რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

კამერა, რომელიც ერევანიანის ქუჩისკენაა მიმართული