ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზამთრის 2 თვე ოვლის გარეშე მიმდინარეობს. დეკემბრის პირველ რიცხვებში მუნიციპალიტეტი თოვლით დაიფარა, თუმცა ამის შემდეგ მოსახლეობას თოვლი არ უნახავს, რაც ამ რეგიონისთვის უჩვეულოა.
“ახლა აქაური თოვლი თბილისში გადაინაცვლა!”
“მიწისძვრების ბუდეა უთოვლობა!”
“ადრე იმხელა თოვლი იყო, რომ გარეთ გასვლაც კი არ შეეძლო ადამიანს” – ამბობს ხალხი.
ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს გამოწვეულია კლიმატური ცვლილებებით. მთელს მსოფლიოში ვაკვირდებით კლიმატის მკვეთრ ცვლილებებს, რაც ეკოლოგები და გარემოსადამცველები ამის მიზეზად ასახელებენ სამრეწველო და საავტომობილო გამონაბოლქვს, ადამიანის უხეშ ჩარევას ბუნებრივ პროცესებში და გარემოს დაბინძურებას.
რა შეიძლება გამოიწვიოს ყოველივე ამან?
“არსებობდა პროგნოზი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 2050 წლისთვის მკვეთრად შემცირდება ნალექების და ჩამონადენის რაოდენობა, ანუ აშკარად წყლის დეფიციტი გვექნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ეს პროცესი დაჩქარდა და სცენარი ხელახლა უნდა შედგეს, რადგან აშკარად იგრძნობა წყლის დეფიციტი და უკმარისობა. აღმოსავლეთ საქართველოში ის ისედაც არსებობდა, ახლა კი სიტუაცია გაცილებით უარესია, რადგან ნალექი არ გვაქვს. ჩამონადენი დამოკიდებულია არამხოლოდ მყინვარებზე, არამედ ნალექზეც”, – ამბობენ ეკოლოგები.
რას ფიქრობს ამის შესახებ ნინოწმინდის მოსახლეობა? და როგორ აისახება უთოვლობა მათ ჯანმრთელობაზე მოუსმინეთ ჩვენს აუდიოჩანაწერში.