ნინოწმინდაში რამდენიმე კვირაა, რაც საგზაო ნიშნები ადგილიდან ამოღებულია

ნინოწმინდაში რამდენიმე კვირაა, რაც საგზაო ნიშნები ადგილიდან ამოღებულია

ქალაქ ნინოწმინდაში საგზაო ნიშნების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია და შეცვლას ექვემდებარება. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პუშკინის ქუჩაზე, პოლიციის შენობასთან ახლოს არსებული გაჩერების ამკრძალავი ნიშანი მოხსნილია და წყაროსთან დევს.

აღნიშნული საგზაო ნიშანიკრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც იგია დადგმული.

ფოტო გადაღებულია 1-ლ თებერვალს
ფოტო გადაღებულია 20 თებერვალს

რამდენიმე თვის წინ, შემოღობვის სამუშაოებთან დაკავშირებით თავისუფლების ქუჩაზე რამდენიმე საგზაო ნიშანი დროებით მოიხსნა. მათ შორის ქვეითთა გადასასვლელის ნიშანი, რომელიც თვეების მანძილზე ამავე ადგილზეა.

როგორც მოსახლეების ნაწილი ამბობს, საგზაო ნიშნები აუცილებლად უნდა იყოს აღდგენილი, რადგან რთულია გზაზე მოძრაობა, როგორც ქვეითებისთვის, ასევე მძღოლებისთვისაც. დეტალები აუდიოჩანაწერში.

Radio NOR · ნინოწმინდაში საგზაო ნიშნები ცუდ მდგომარეობაშია

იმის შესახებ, აღადგენენ თუ არა აღნიშნულ და სხვა საგზაო ნიშნებს, ჩვენ გავესაუბრეთ ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, სადაც გვიპასუხეს, რომ ეს ნიშნები აუცილებლად გარემონტდება.