იუსტიციის მინისტრი ფოკაში იმყოფებოდა, სადაც პროექტის — «მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს» — ფარგლებში ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. თეა წულუკიანი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ფოკას ადგილობრივ დეპუტატ ენზელ მკოიანთან და გაზეთ «ვრასტანის» მთავარ რედაქტორ ვან ბაიბურთთან ერთად ეწვია. ფოკაში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე.
თეა წულუკიანი ფოკას სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ ესაუბრა და დაინტერესდა, რამდენად გაეცნენ მოსწავლეები იმ ლიტერატურას, რომელიც თეა წულუკიანმა მათ 4 თვის წინ საჩუქრად გადასცა. მინისტრთან ერთად ფოკელ ახალგზარდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს წარსულში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე არტურ კაზაროვმა, ნინოწმინდელმა ნოტარიუსმა რომან კოსტანიანმა და ვან ბაიბურთმა. მათ ახლგაზრდებს თავიანთ მაგალითზე უამბეს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში წარმატების მიღწევისთვის ქართული ენის ცოდნა. მინისტრმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, რომ ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების სურვილს, იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იუსტიციის სამინიტრო ფოკას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ივლის-აგვისტოში სვანეთში მოგზაურობას შესთავაზებს.
В рамках проекта министерства юстиции Грузии «Министр говорит с молодежью», прошла встреча представителей Ниноцминдского муниципалитета и молодежи школ села Пога с министром юстиции Теей Цулукияни.На встрече присутствовали депутат парламента Энзел Мкоян, председатель сакребуло Смбат Кюрегян ,гамгебели Гагик Карслян, редактор газеты «Врастан» Ваан Байбурт,нотариус Ниноцминдского муниципалитета Роман Костанян. Во время встречи молодежи с министром юстиции,осуждался вопрос о важности знания государственного языка для интеграции национальных меньшинств.
Материал подготовлен из социальной сети facebook со страницы «საქართველოს იუსტიციის სამინისტრო» www.youtube.com.