ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრებში ბილინგვური განათლების მასწავლებლის ვაკანსიებია.
პედაგოგებს ეძებს 9 სააღმზრდელო დაწესებულება. hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების მიხედვით, თავისუფალი ადგილებია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 5 საბავშო ბაღსა და 4 სასკოლო მზაობის ცენტრში. თანამდებობრივი სარგო 1050 ლარითაა განსაზღვრული.
გთავაზობთ ჩამონათვალს:
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის ალტერნატიული მზაობის ცენტრი
- ნინოწმინდის მუმიციპალიტეტის სოფელ რადიონოვკის საბავშვო ბაღი
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის სასკოლო
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის სასკოლო მზაობის ცენტრი
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საბავშვო ბაღი
- ნიმოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გომდრიო
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფის საბსვშვი ბაღი
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰეშტიის სასკოლო მზაობის ცენტრ
ფუნქციებში შედის:
• სკოლამდელი კურიკულუმის დანერგვა-განვითარებაში მონაწილეობა;
• საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა სახელმწიფო სტანდარტებისა და კურიკულუმის მოთხოვნის შესაბამისად;
• ადგილობრივ აღმზრდელებთან ერთად ბილინგვური სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა;
• ბილინგვური სააღმზრდელო გეგმის განვითარება-გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
• ტრენინგებსა და ქოუჩინგის პროცესში მონაწილეობა;
• სკოლამდელი საფეხურის მშობლიურენოვან აღმზრდელ-პედაგოგებთან, ბაღების გაერთიანებების მეთოდისტებთან, რესურსცენტრების სკოლამდელი განათლების სპეციალისტებთან, სკოლამდელი დაწესებულების მენეჯერთან და ადმინისტრაციის წევრებთან, ასევე სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა;
• მშობელთა ინფორმირების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
• კვლევის ჯგუფთან თანამშრომლობა და მათ მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
• საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში (მათ შორის, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში და შეხვედრებში მონაწილეობა) მონაწილეობა;
• სამუშაო პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების შესაბამისად, მიზანზე ორიენტირებული დამატებითი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
• მენეჯერისაგან და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის კოორდინატორისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს.
ბილინგვური სწავლება არის განათლების მოდელი, სადაც სწავლება მიმდინარეობს ორ ენაზე — როგორც წესი, მოსწავლის მშობლიურ ენასა და მეორე (სახელმწიფო ან უცხო) ენაზე.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
ბილინგვურ სკოლაში:
• ზოგი საგანი ისწავლება ერთ ენაზე,
• ზოგი — მეორე ენაზე,
• ან ერთი და იგივე საგანი აიხსნება ორივე ენაზე ეტაპობრივად.
ბილინგვური სწავლების მიზნები:
• ცოდნის მიღება ისე, რომ ენობრივი ბარიერი არ გახდეს დაბრკოლება
• მეორე ენის ბუნებრივი და ეფექტური დაუფლება
• კულტურათაშორისი ცნობიერების განვითარება

