Фото: Круглый стол для учителей гражданского образования в городе Ахалцихе

01.11.2015 • Ararat Tttyan • 3637

Фото

Для двадцати учителей гражданского образования 1 ноября в городе Ахалцихе был проведен круглый стол.

Целью круглого стола ,обсуждения вопросов профессионально развития педагогов гражданского образования,учителя были информированы о новой схеме кредитования и предстоящей аттестации.Встречу провел профессор,заведующий кафедрой математики Тбилиского государственного университета имени Джавахишвили Петре Бабилуа. Встреча была организованно форумом гражданского образования города Ахалцихе.
ახალციხეში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის მრგვალი მაგიდა მოეწყო.

2015 წლის 1 ნოემბერს ქ. ახალციხეში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა, სადაც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების 20 პედაგოგი მონაწილეობდა.
შეხვედრას არაქრთული (სომხურენოვანი) საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ, ამიტომ მრგვალი მაგიდა ორ ენაზე წარიმართა, სადაც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ პარტნიორი ორგანიზაციის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ მოწვეული თარჯიმანი თინათინ აკოფიანი უძღვებოდა.

„მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა—პრეზენტაცია». პრეზენტაცია წარადგინა
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ას. პროფესორმა, ევროპული სკოლის მათემატიკის კათედრის გამგემ, წამყვანმა მასწავლებელმა პეტრე ბაბილუამ. დამსწრე პედაგოგებს გააცნო სქემის მიზანი, სქემის რეგულირების სფეროები, მასწვლებლის სქემაში გადანაწილება ასევე მოქმედი მასწავლებლების მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსების მიღწევის გზები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია-კითხვა-პასუხი, კონკრეტული სიტუაციების განხილვა.

„პედაგოგებმა ინფორმაცია მიიღეს ახალი სქემის შესახებ, თუ რამდენი კრედიტ ქულა უნდა დააგროვონ პრაქტიკოსი მასწავლებლის შესანარჩუნებლად. პრაქტიკოსი მასწავლებლიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად, შესანარჩუნებლად და წამყავნი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია ასევე სახელფასო პოლიტიკის შესახებ. გასაზღვრეს ფასილიტატორის და შეფასების ჯგუფის უფლება მოვალეობები, თვითშეფასების კითხვარის შევსებისას. წარმოდგენილი იყო მასწავლებლის დამატებით საქმინობების ჩამონათვალი, რომლის შესრულება მოუწევთ მათ კრედიტქულების დასაგროვებლად “ — ამბობს სამცხე-ჯავახეთის პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორი ნინო ნადირაძე.

მრგვალი მაგიდა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის წელიწადში ერთხელ პარალელურად საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში ეწყობა, სადაც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მოამვლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების პედაგოგებს საშუალება ეძლევად მათი კარიერული წინსვლისათვის საჭირო და მიზანმიმართული ინფორმაციები მიიღონ.

Фото и материал предоставлены Мзией Инасаридзе.