ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა მესამედ გადაიდო

ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა მესამედ გადაიდო

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღობის საქმეში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი სასამართლომ მესამედ განიხილა.

დღეს, 13 მაისს, აღკვეთის ღონისძიების მესამედ განხილვის მიზეზი, სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობა იყო: ბრალდების მხარე არსებითი განხილვის გადადებას მესამედ ითხოვს. სწორედ ამის გამოა, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ძალაში დატოვებაზე მესამედ იმსჯელა.

პროკურატურის მხრიდან არსებითი განხილვის გადადების მიზეზი ექსპერტიზის პასუხებია.

„ ბიოლოგიური მიკრონაწილაკებისა და გენეტიკური ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით“, – ამბობს პროკურორი ვასილ ოსიძე.
წინა სასამართლო სხდომა 13 ივნისს ჩაინიშნა. ოსიძე ფიქრობს, რომ ამ დროისთივს ექპსერტიზის პასუხები უკვე იქნება და საქმის არსებითი განხილვის დაწყება შესაძლებელი გახდება.

მესამედ აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა იმსჯელა. მან ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
„ხმალაძე შიმშილობის დაწყებაზე აღარ საუბრობს. იგი საბრძოლო განწყობაზეა“, – ამბობს ქეთევან ხმალაძის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებით ქეთევან ხმალაძე ხუთ პირთან ერთად 16 იანვარს დააკავეს.18 იანვარს ერთ–ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, http://sknews.ge