რაგბის რეგიონულ გუნდში 300 მოზარდი ივარჯიშებს

რაგბის რეგიონულ გუნდში 300 მოზარდი ივარჯიშებს

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სარაგბო გუნდი „ტაო“ აქტიურ მზადებას იწყებს. ახლადშექმნილ გუნდში 17 წლამდე ასაკის 300 მოზარდი ივარჯიშებს.

რეგიონული კლუბის — „ ტაოს“ პრეზიდენტის ირაკლი გვენეტაძის განმარტებით ამ ეტაპზე გუნდი ნახევრად პროფესიული იქნება.

‘ტაო’ უკვე წელს აპირებს საქართველოს პირველობაში ჩართვას, რომელსაც მე-2, იგივე კაცთა ‘რეგიონალური ლიგის’ 2016-2017 წლის სეზონით დაიწყებს.

ახალშექმნილი გუნდი ასპინძის სარაგბო ბაზაზე ივარჯიშებს.

„ამ კლუბის დაფუძნებით ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებს დაბრუნდნენ თავიან მხარეში, აკეთონ თავიანითი საყვარელი საქმე და ემსახურონ თავიან რაიონს და რეგიონს. აქ იქნება დაახლოებით 20–30 პროფესიონალი და დანარჩენი ვინც მოვა ყველასთვის კარი ღია იქნება“, – განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ყოფილმა რაგბისტმა ლევან ცაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის გუნდი ოფიციალურად და საზეიმოდ ასპინძაში, გუშინ, 12 მაისს დაფუძნდა. ღონისძება ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ბავშვთა გუნდების სარაგბო ფესტივალით დაიწყო და რეგიონალურ კლუბ „ტაოს“ წარდგენით გაგრძელდა.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხის მერი, ახალციხის ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ასპინძის გამგებლები და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე დაესწრნენ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კლუბი — „ ტაო“ პირველი სარაგბო გუნდია საქართველოში, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება მხარდაჭერილი, http://sknews.ge