პროექტი „ ტექნოლოგიების გამოყენება ზღვის დონიდან 1750 მეტრზე“

პროექტი „ ტექნოლოგიების გამოყენება ზღვის დონიდან 1750 მეტრზე“

ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ ტექნოლოგიების გამოყენება ზღვის დონიდან 1750 მეტრზე“ პროქტის მიზანი იყო სკოლის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა დისკუსიები თემებზე: «არის თუ არა საქართველო ტოლერატული ქვეყანა»- მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით მოამზადეს ორენოვანი პრეზენტაციები, დისკუსიის დასასრულს შეჯერდნენ , რომ საქართველო ნადვილად ტოლერანტული ქვეყანაა.
მოსწავლეებმა დისკუსია მოაწყეს ისეთ «მავნე ჩვევებზე», როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკი, კომპიუტერის მოხმარება. მოსწავლეების დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე ცალზახა აღმოჩნდა, შეჯერდნენ, რომ ხშირად კომპიუტერის მოხმარება ადამიანს მავნე ჩვევაში გადასდის.
მოეწყო ფილმის «კუკარაჩა» ჩვენება და განიხილეს გარდატეხის ასაკის პრობლემები.
სკოლას ჰყავს ერთი სსსმ მოსწავლე, რომელიც აქტიურად ერთვებოდა პროექტის განხორცილებაში. მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგის ვარდუჰი კაზარიანისა და სპეც პედაგოგის ანაიდა აბგარიანის დახმარებით მოაწყეს ესეების კონკურსი, «უნარშეზღუდული ადამიანები და ჩვენი თანადგომა“. გამოვლინდა 4 გამარჯვებული, რომელთაც სიმბოლური პრიზები გადასცა სამცხე-ჯავახეთში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.

ა.წ 31 მაისს განხორციელდა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იყვნენ სამცხე-ჯავახეთში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა სალომე ყულჯანიშვილი, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორმა თერეზა ჩივჩიანი, იურისტი სამველ ღაზარიანი, სოფლის გამგებელი სურიკ ჰოვაკანიანი, ექთანი ლუსინე პაროიანი, რომლებმაც ღონიძიების დასასრულს საკუთარი აზრი დაფიქსირეს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე. რესურს ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ „ ეს ახალგაზრდები ნამდვილად ქვეყნის მომავალი თაობაა, რომელთაც ძალუძთ უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება“ .
დასასრულს პროექტის ავტორს, სამოქალაქო განათლების პედაგოგს ვარდუჰი კაზარიანს პარტნიორი ორგანიზაცის დირექტორმა მარინე სუდაძემ გადასცა პროექტის ფარგლებში შეძენილი ნოუთბუქი და ციფრული ფოტო-აპარატი.

ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ.