2016 წლის 15 ივნისს ქალაქ ახალქალაქში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მარინე სუდაძე გახსნა, რომელმაც სამცხე-ჯავახეთის პარტნიორ საჯარო სკოლებში ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტის მიღწევებზე ისაუბრა.
რეგიონში პედაგოგთა ფორუმის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა ნინო ნადირაძემ ისაუბრა, რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განათლებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ.
ამის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის პარტნიორმა სკოლებმა წლის საუკეთესო ინიციატივების პრეზენტაციები წარმოდგინეს. ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელი გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „იმედი“ ლიდერებმა აჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა მოგვარდეს თემში არსებული ეკოლოგიური პრობლემი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „სამყურა“ წარმოადგინეს პრეზენტაციას თემაზე „ძველი ხელნაკეთი ნივთების მუზეუმი — მომავლის თაობა“. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „გენიოსები“ — საუკეთესო საკლუბო ღონისძიებებს წარმოადგენეს.
პროგრამის ფარგლებში მცირე საგრანტო პროექტის პრეზენტაცია მოაწყეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა “ სხივები“, თემაზე „ჩვენც ვიქნებით აქტიური მოქალაქეები“, აღნიშნული პროექტი გულისხმობს სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ოკამის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „განთიადი“ მცირე საგრანტო პროექტი წარმოადგინეს თემაზე „გავიუმჯობესოთ გარემო“ მოსწავლეებმაა სოფლის გარემოს გაუმჯობესების მიზნით შეძლეს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, არსებული ნაგავსაყრელების გაუქმება და კომპოსტების შექმნა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ზველის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „დემოკრატიის კვალდაკვალ“ ლიდერებმა რუსუდან ზედგინიძემ და თამთა ინასარიძემ, „ სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისათვის“ ფარგლებში ისაუბრეს და სამოქალაქო ინიციატივები წარმოადგინეს, აღნიშნული ინიციატივა გარემოს დაცვის პოპულარიზაციას გულისხმობდა, რომელიც საკუთარ თემში განახორციელეს.
ღონისძიების ბოლოს სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა არასმთავრობოებმა და თვითმმართველობის წარმომადგენელებმა ისაუბრეს სამოქალაქო პროგრამაში ადგილობრივ თვითმმართველობის მონაწილეობაზე.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ პროგრამის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერმა თამუნა ფრუიძემ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და პროგრამაში ჩართულ სკოლებს, რის შემდეგაც სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგებისა და სკოლების დაჯილდოვება მოხდა. ასევე დაჯილდოვდა „სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისათვის“ ფარგლებში გამარჯვებული.
ღონისძიება დახურა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მარინე სუდაძემ, რომელმაც მოტივაციის ამაღლების მიზნით, ბოლო პერიოდის აქტიური, წარმატებული ღონისძიებების განხორციელებისათვის პარტნიორ სკოლებს საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: 14 პარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები, სკოლის დირექტორები, მოსწავლეთა მშობლები, საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია. „სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსათვის“ სედა მელკუმიანი, „ახალგაზრდობა ჯავახეთის განვითარებისათვის“ არსენ თოროსიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ძეგლთა დაცვის. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვლადიმერ სტელმაშოვი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში სალომე ყულჯანიშვილი. (სულ 125 მონაწილე)
ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ.