ოთხმაგი მკვლელობა ვაჩიანში, სოფელი დამნაშავის დასჯას ითხოვს [Video]

ოთხმაგი მკვლელობა ვაჩიანში, სოფელი დამნაშავის დასჯას ითხოვს [Video]

სასტიკი მკვლელობა სოფელ ვაჩიანში – მეზობლებმა დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს. შსს–მ მომხდარში ბრალდებული უკვე დააკავა. სოფელი დამნაშავის დასჯას ითხოვს.

შემთხვევა გუშინ, 10 ივლისს მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, დღეს შუადღეს კი მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის მამაკაცი დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ბინაში ძარცვის მიზნით შევიდა, დიასახლისმა წინააღმდეგობა გაუწია და იგი თავში ‘არმატურის’ ჩარტყმით მოკლა, შემდეგ კი მისი შვილებიც დახოცა და კვალის დაფარვის მიზნით ოთახს ცეცხლი წაუკიდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილით იძებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 24 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემქურება.