‘ნაცმოძრაობამ’ ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

‘ნაცმოძრაობამ’ ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

«ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ», დღეს, 14 ივლისს, ახალქალაქში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი წარადგინა.

ამომრჩეველტან შეხვედრა ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

არსენ კარაპეტიანი ახალქალაქის მკვიდრია. წლების განმავლობაში იგი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა. წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე, იყო ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსი.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამცხე-ჯავახეთის ორ საარჩევნო ოლქში: ახალციხე-ადიგენსა და ასპინძა-ბორჯომის, ასევე ახალქალაქის ხუთ სოფელში (აზავრეთი, კოჭიო, პტენა, ბარალეთი, და ჩუნჩხა) მაჟორიტარობის კანდიდატები 11 ივნისს დასახელა. ახალციხე-ადიგენის ოლქში კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია, ასპინძა-ბორჯომისა და ახალქალაქის ნაწილში კი ტარიელ ლონდარიძე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერსაა დანიშნული. რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები ჯერ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს დასახელებული.sknews.ge