ახალქალაქში ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი გაიმართა

ახალქალაქში ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი გაიმართა

2016 წლის 29 ივლისს ქალაქ ახალქალაქში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი მოაწყო, სადაც პროგრამის მონაწილე 12 ქართულ და აარქართულ (სომხურენოვან) საჯარო სკოლებიდან სამოქალაქო კლუბის წევრები (77) მოსწავლე, (5) სკოლის პედაგოგი, ადგილობრივი თვითმმართველობა, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, სახალხო დამცველის აპარატის ახალქალაქის ოფისის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.


ფესტივალი ქალაქ ახალქალაქის მომავლის სახლში ვიქტორინით გაიხსნა. ვიქტორინას ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მარინე სუდაძე უძღვებოდა, კითხვებს კი სახალხო დამცველის აპარატის ახალქალაქის ოფისის წარმომადგენელი სალომე ყულჯანიშვილი სვამდა. სულ 15 შეკითხვა დაისვა, საიდანაც 5 ადამიანის უფლებებზე, 5 ნატო ევროკავშირის მნიშვნელობაზე, ხოლო ბოლო 5 შეკითხვა პროგრამის დამხმარე სახელმძღავნელოდან „თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან“ დაისვა. ახალქალაქის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ — წარმომადგენელი ვიქტორინის განმავლობაშ თარჯიმნობას უწევდა სომხურენოვან სკოლის მოსწავლეებს.

ამის შემდეგ ქ. ახალქალაქის სპორტ-კომპექსში გადაინაცვლეს მონაწილეებმა, სადაც სამოქალაქო კლუბის წევრ გოგონებსა და ვაჟებს შორის მინი ფეხბურთი გაიმართა. აღნიშნული ტურნირი ქართველი ად არა ქართველი სკოლის მოსწავლეების დამეგობრებისათვის ჩატარდა, სადაც მეგობრობამ გაიმარჯვა.

დასკვნით ეტაპზე ქ. ახალქალაქის ცენტრალური პარკში ფლეშმობი მოეწყო, სადაც სომხურ და ქართულ მელოდიებზე მოსწავლეებმა ცეკვები წარმოადგინეს.

ახალგაზრდული ფესტივალის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობების თანასწორობის დამკვიდრება. რაც გულისხმობს დღის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა საგანმანათლებლო გამაჯანსარებელი ღონისძიებების მოწყობას. ფესტივალში მონაწილე ყველა მოსწავლეს ფესტივალში აქტიური ჩართვისათვის სერთიფიკატებით გადაეცათ. ასევე, მადლიერების სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ ფესტივალის მხარდამჭერები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი სკოლებიდან 6 ქართული და 6 არაქართული (სომხურენოვანი) სამოქალაქო კლუბის წევრები. სულ 85 მონაწილე. მოწვეული სტუმრები ახალქალაქის გამგეობიდან (აკაკი მელიქიძე, აბოიან ეგორ, არუთუნ ბალასალიან ახალქალაქის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური), სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სალომე ყულჯანიშვილი, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ტერეზა ჩივჩიან, ადგილობრივი მედია (ტელეკომპანია მე9 არხი, ნინოწმინდის სათემო რადიო „NOR“).

ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი ჩატარდა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია Ph International-ის მიერ — აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.
ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ