სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 44.105 ლარის პრემია/დანამატი გაიცა

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 44.105 ლარის პრემია/დანამატი გაიცა

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ექვსი თვის განმავლობაში 23.195 ლარის დანამატი და 20.910 ლარი პრემია გაიცა. პრემია/დანამატი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა იანვრის გარდა ყველა თვეში მიიღეს .

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ამდინისტრაციაში განმარტავენ, რომ დანამატები თანამშრომლებზე ზეგანაკვეთური მუშაობის შესრულების გამო გაიცა.

„32 საშტატო ერთეულიდან ვაკანტურია 9 პოზიცია, რაც იწვევს მოხელეთათვის დამატებითი სამუშაოს შესრულებას, რის გამოც ეძლევა დანამატი ვაკანტური პოზიციებიდან შრომის ანაზღაურების მუხლში დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე“, – აცხადებენ გუბერნიის ადმინისტრაციულ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე სამცხე–ჯავეხეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პრემია მხოლოდ ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე გაიცა. პრემია ხელფასის ოდენობით ყველა თანამშრომელმა მიიღო.http://sknews.ge