ნინოწმინდა–ახალქალაქის ოლქი
რვა კანდიდატია N46–ე ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში.
N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – შაქრო აივაზიანი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – არსენ კარაპეტიანი;
N6 უსუფაშვილი – რესპუბლიკელები – აშოტ საარიანი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი» – მერუჟან კარახანიანი;
N26 ეროვნული ფორუმი – არმენაკ ფოლორჩიანი;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ენზელ მკოიანი;
N42 საინიციატივო ჯგუფი — მამიკონ მინასიან, არტურ მკოიან, გეორგი მხჩიან, კარლოს რაისიან, ვარდან ჩოკანდარიან – არტაშეს პალანჯიან
N43 საინიციატივო ჯგუფი — არტაკ ხნკოიან, არარატ ანანიკიან, აშოტ ჰოვჰანნესიან, იური ვანაძე, ნოდარ გორგაძე – რობერტ ჯაღაცპანიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის არსენ კარაპეტიანის თქმით, უმუშევრობა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის მოგვარებაზეც პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იზრუნებს. პრობლემის გადაჭრას იგი მეწარმეებისათვის გადსახადების შემცირებით გეგმავს. კარაპეტიანი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კრიმინალის ზრდასაც მიიჩნევს: „ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია უსაფრთხოებაზე. როცა ძალოვან სტრუქტურაში არიან უნიჭო ადამიანები, მაშინ გაჩერებულია ქვეყანა“.
დეპუტატობის კანდიდატად არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტული იქნება სოციალური სფერო და ჯანდაცვა ბლოკის „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატისთვის შაქრო აივაზიანისთვის.
სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობას გეგმავს დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი არტაშეს ფალანჯიანი: „რეალურად, აქ დიდი პროექტები არ ხორციელდება. ვეცდები ეს საკითხი ყველა დონემდე მივიტანო“.
კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ ჯაღასპანიანცი, ყველაზე დიდ პრობლემად საგზაო ინფრასტრუქტურასა და სოფლებში ამბულატორიების არარსებობას მიიჩნევს. პარლამენტში გასვლის შემთხვევაში, იგი სწორდ ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს წამოწევს.
სარწყავი სისტემის არარსებობას ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი არმენაკ ფოლორჩიანი და ამბობს, რომ დეპუტატის მანდატის მოპოვების შემდეგ, იგი სწორედ ახალი სისტემის მშენებლობას დაიწყებს. გარდა ამისა, იგი ყველა სოფელში, ახალი ამბულატორიების მშენებლობას გეგმავს.http://sknews.ge/index.php?newsid=10128