სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პარტნიორი ხულგუმოს, ხანდოსა და ალასტანის საჯარო სკოლების მონაწილეობით, პროექტ „ჯანსაღი ცხოვრება” ფარგლებში 2017 წ 12 აპრილს ახალქალაქის სპორტ სკოლაში მხიარული სტარტები ჩატარდა.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის პარტნიორმა საჯარო სკოლებმა მხიარული სტარტების ჩასატარებლად თამაშობები მოვიფიქრეთ, აქედან ახალგაზრდული ცენტრი დაგვეხმარა და შეირჩა შეჯიბრებების სახეობები, რომლიც მონაწილეთა 3 ჯგუფზე განაწილდა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებიდან გადანაწილდა 21 მოსწავლეები თანაბრად ვთამაშობდით ჯგუფებში.„ — აღნიშნა ღონისძიების მონაწილე ტირუჰი პეტროსიან.
აღნიშნულ ღონისძიება ჩატარდა რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში, ახალქალაქის სპორტ-სკოლამ თანამონაწილეობის სახით აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად სპორტული სკოლის დარბაზი უსასყიდლოდ დაუთმო, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების უფროსმა ვლადიმერ სტელმაშოვმა მხიარული სტარტებში მონაწილე სკოლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. პარტნიორმა ორგანიზაციამ კი, მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა.
ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ.