საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში იმყოფება. პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ საგანგებო შტაბში მივიდა. მარგველაშვილი პირადად ეცნობა, თუ როგორ მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.sknews.ge