„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების სია სამცხე–ჯავახეთში ცნობილია; მათი ნაწილი მოქმედი გამგებელია;

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების სია სამცხე–ჯავახეთში ცნობილია; მათი ნაწილი მოქმედი გამგებელია;

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ახალციხეში ზაზა მელიქიძეა. იგი ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელია.

ასევე, ადიგენში მერობისთვის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი ზაქარია ენდელაძე იბრძოლებს.

ასპინძაში მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ როსტომ მაგრაქველიძეს წარადგენს. მან ერთი კვირის წინ N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა.

ბორჯომში მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება. ახალქალაქში იურიკ უნანიანი, ნინოწმინდაში კი ანივარდ მოსონიანი;

როგორც პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, პრემიერ მინისტრს განრიგი უკვე შედგენილი აქვს და კანდიდატებს ეტაპობრივად წარადგენს.

[sknews.ge]