ევროკავშირის დახმარებით სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

ევროკავშირის დახმარებით სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

იცით როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი სოფლის მოსახლეობის გაძლიერებას მათთვის უფრო მეტი სამუშაო ადგილის, ახალი შესაძლებლობებისა და უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნით?

ევროკავშირის მიმდინარე დახმარებით სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზას და დამატებით 230 მილიონი ლარის დახმარებას აცხადებს.

13 დეკემბერს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 – 2017 წწ) შედეგები თბილისში გამართულ კონფერენციაზე “სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ შეჯამდა. პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ევროკავშირის პირდაპირი დახმარება მიიღო.

ევროკავშირი 2018-2021 წლებში ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზას და დამატებით 230 მილიონი ლარის დახმარებას აცხადებს.

— «ENPARD-ის III ფაზით გამოყოფილი 77.5 მილიონი ევრო, ჯამში კი, სამივე ფაზით მიღებული 180 მილიონი ევროს დახმარება, უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ.“- განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის თქმით საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მესამედმა უკვე ისარგებლა ENPARD-ის მხარდაჭერით. «ENPARD-ი ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა საქართველოში, რომელიც პასუხობს ჩვენს მიზანს გავაუმჯობესოთ სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე.
საქართველოს მთავრობასთან ერთად, 2018 წლიდან ჩვენ ვიწყებთ პროგრამის მესამე, ახალ ფაზას, რითაც კიდევ უფრო მეტს შევმატებთ უკვე არსებულ მიღწევებს და უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.”, — აღნიშნა ელჩმა.

დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge.

http://infocenter.gov.ge/index.php?newsid=1649