მოხეტიალე ძაღლები – საკითხი, რომელიც ნინოწმინდას თავს არ ანებებს

მოხეტიალე ძაღლები – საკითხი, რომელიც ნინოწმინდას თავს არ ანებებს

ქალაქ ნინოწმინდაში კვლავ ვაკვირდებით მოხეტიალე ძაღლების რაოდენობის ზრდას, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძაღლები ბავშვებს ესხმიან თავს, გარეთ გასვლა შეუძლებელი ხდება. “გვესმის, რომ არ შეიძლება მათი დახოცვა, მაგრამ საჭიროა რაიმე გაკეთდეს. დიდი და მშიერი ძაღლების ხროვა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დადის.”

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში ჯერ-ჯერობით არ არის გამოყოფილი თანხა ზომების მისაღებად.

როგორც ქალაქის ერთ-ერთმა მკვიდრმა, რომელმაც მოგვაწოდა ვიდეო, გვითხრა, ბავშვები შიშით ვერ გადიან გარეთ. ყოველ ნაბიჯზე მიუსაფარი ძაღლის დანახვა შეიძლება. ისინი ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არა ასეთი აგრესიულები და დიდი რაოდენობით.

ვიდეო რადიო NOR-ს ქალაქის მცხოვრებმა მოაწოდა

2023 წელს, ნინოწმინდაში ექვსი თვის განმავლობაში ცხოველის ნაკბენით 32 ადამიანს დაზარალდა. ყოფილა ძაღლისა და კატის ნაკბენის შემთხვევები. მაწანწალა ძაღლებისგან კბენის 6 შემთხვევა, შინაური ძაღლებისგან – 21, მაწანწალა კატის – 1 და შინაური კატის – 4 შემთხვევა. ამის შესახებ ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან იუწყებიან. აღსანიშნავია, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აბსოლუტურად უფასოა.

ამის შესახებ უფრო დეტალურად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ-ეპიდომიოლოგის, გაიანე სიმონიანისგან გავიგეთ.

Radio NOR · Бродячие собаки – всё ещё проблема в Ниноцминде