სოფელ პატარა გონდრიოს მცხოვრებლები მინდვრებისკენ მიმავალ გზას უჩივიან

სოფელ პატარა გონდრიოს მცხოვრებლები მინდვრებისკენ მიმავალ გზას უჩივიან

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოში მოსახლეობა მინდვრებისკენ მიმავალი გზის მდგომარეობით უკმაყოფილოა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს მიწის დიდი ნაკვეთი აქვს, მისკენ მიმავალი გზა კი ძალიან ცუდ მდგომარობაშია. ეს პრობლემა მრავალი წელია არსებობს, მაგრამ მისი მოგვარების გზა დღემდე არაა გამონახული.

“რამდენიმე დღის წინ ამ გზაზე ტრაქტორი ჩარჩა, ძლივს ამოიყვანეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია გზა. მოხრეშვის სამუშოები მაინც უნდა ჩატარდეს, რომ ხალხმა შეძლოს მინდვრებამდე მისვლა”, — ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

უფრო დეტალურად ჩვენს აუდიო ჩანაწერში.

Radio NOR · Փոքր Գոնդուրայի բնակիչները բողոքում են դեպի իրենց արտեր տանող ճանապարհից

ჩვენ სატელეფონო ზარი გვქონდა სოფელ პატარა გონდრიოს წარმომადგენელთან არტურ კრმაჯიანთან. მისი თქმით ნათელი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის, რადგან პ0რობლემის მოგვარების საკითხზე მუშაობენ, და ერთი კვირის განმავლობაში ცნობილი იქნება.

რაც შეეხება გზის რემონტს, რადიო NOR-ი კვლავ დაუკავშირდება პატარა გონდრიოს წრმომადგენელს და მასალა განახლდება.