რა სამუშაოები განხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ნინოწმინდაში?

რა სამუშაოები განხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ნინოწმინდაში?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 444 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელდება შემდეგი სამუშაოები:

სოფელ ფარავანში სასმელი წყლის ხაზის ასაშენებლად 4 934.50 ლარია გამოყოფილი, ხოლო სასაფლაოს შემოღობისთვის – 6 921.25 ლარი.
სოფელ ტამბოვკაში სპორტდარბაზის სახურავის გასარემონტებლად 9 887.50 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ფოკაში საძოვრებისკენ მიმავალი გზის რემონტისა და პირუტყვის სასმელი წყლის თასის ასაშენებლად 19 775 ლარია გამოყოფილი.
ვლადიმიროვკაში წყალმომარაგებისთვის გამოყოფილია 9 887.50 ლარი.
სოფელ განძანში პარკის შემოღობისთვის გამოიყო – 19 775 ლარი.
სოფელ საღამოში გარემონტდება მოსახლეობის შესაკრები ადგილი, რისთვსაც 9 887.50 ლარი დაიხარჯება.
სოფელ სამებაში გარემონტდება სასმელი წყლის სისტემა, რისთვისაც ასევე 9 887.50 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ჟდანოვში 11 865 ლარის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემა აშენდება.
მინი-სტადიონის მესამე ეტაპის დასასრულებლად სოფელ ეფრემოვკაში 9 887.50 ლარი დაიხარჯება.
გორელოვკაში პროგრამის ფარგლებში სპორტდარბაზის გასახდელი ოთახი გარემონტდება და საბავშვო ატრაქციონი დაიდგმება, რაზეც დაიხარჯება 5 932.50 და 13 842.50 ლარი შესაბამისად.
სოფელ ორლოვკაში 11 865 ლარის ფარგლებში სადრენაჟო არხებ აშენდება.
სოფელ სპასოვკაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასმელი წყლის ადგილის მოწყობის მესამე ეტაპისთვის გამოყოფილია 11 865 ლარი.
სოფელ დილითში სადრენაჟო არხების მოსაწყობად გამოყოფილია 19 775 ლარი, ხოლო სარწყავი სისტემის ასაშენებლად – 11 865 ლარი.
სოფელ დიდ გონდრიოში პირუტყვის სასმელი წყლის არსებული ადგილის დასუფთავებისთვის გამოყოფილია 3 955 ლარი.
პატარა გონდრიოში წყალმომარაგების სისტემის რემონტისთვის 15 820 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ყულალისში სადრენაჟო არხები აშენდება 15 820 ლარის ოდენობის თანხით.
სოფელ მამწვარაში სასაფლაო შემოიღობება, რაზეც დაიხარჯება 15 820 ლარი.
სოფელ თორიის სპორტდარბაზის მშენებლობაზე 16 000 ლარი დახარჯება.
სოფელ უჩმანაში სპორტდარბაზის მეორე ეტაპის განსახორციელებლად 12 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ეშტიაში ღამის განათების მოსაწყობათ 19 775 ლარი დაიხარჯება.
სოფელ ყაურმაში საბავშვო მოედნის გასარემონტებლად 11 865 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ხორენიასა და ჯიგრაშენში წყალმომარაგების სისტემის მშნებლობა განხორციელდება. ხორენიასთვის გამოყოფილია 9 887.50 ლარი, ხოლო ჯიგრაშენისთვის – 15 820 ლარი.
სოფელ პატარა ხანჩალში სასმელი წყლის სისტემის რემონტი – 15 825 ლარი.
სოფელ დიდ ხანჩალში ხიდის რემონტისა და პირუტყვის სასმელი წყლის ადგილის მოსაწყობად 1 775 ლარი, ხოლო საძოვრებისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციისთვის 18 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ კათნატუში სადრენაჟო არხების მშენებლობა – 12 000 ლარი.
სოფელ სათხეში საძოვრებისკენ მიმავალი გზის შესაკეთებლად – 4 944 ლარი, პირუტყვის სასმელი წყლის ადგილის დასასუფთავებლად – 4 943 ლარი, ხოლო სასაფლაოს შემოღობისთვის – 9 887 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ოროჯალარში სპორტდარბაზის გათბობის სისტემისა და გასახდელი ოთახის რემონტი შეირჩა, რაზე დაიხარჯება 15 820 ლარი.
დიდ არაქალში სპორტული დარბაზი გარემონტდება 15 820 ლარად, ხოლო პატარა არაქალში სასმელი წყლის სატუმბო სადგურის შენობის გასარემონტებლად დაიხარჯება ამავე ოდენობის თანხა.

პრიორიტეტების განსაზღვრისთვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს, სადაც ხალხმა აირჩია აღნიშნული მიმართულებები.

Radio NOR · Известны приоритеты по программе “Помощь селу”