რა შეცდომებს უშვებეს ადამიანი ბიზნეს გრანტზე განაცხადის შეტანის დროს? —შეხვედრა ნინოწმინდაში

რა შეცდომებს უშვებეს ადამიანი ბიზნეს გრანტზე განაცხადის შეტანის დროს? —შეხვედრა ნინოწმინდაში

დღეს, 29 ივნისს, ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონალური წარმომადგენლების, სოფლის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მოსახლეობის შორის. შეხვედრაზე წარმოადგინეს არსებული საგრანტო კონკურსები ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისთვის.

ამჟამად სოფლის განვითარების სააგენტოს აქვს გამოცხადებული რამდენიმე პროექტი, სადაც მოსახლეობას შეუძლია მონაწილეობის მიღება. კერძოდ, გამოცხადებულია მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტი, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა და სხვები. შეხვედრაზე ფერმერთა ასოციაციაციის მიერ მოწვეული ტრენერი, ნანა ბროიანი იმყოფებოდა. მან ადგილობრივებს აუხსნა პროექტების დეტალები.

ამ პროგრამების შესახებ ადგილობრივები დაწვრლებით არ იყვნენ ინფორმირებულნი, რადგან პროგრამების შესახებ ინფორმაცია ძირითადად ონლაინ იყო გავრცელებული და ქართულ ენაზე. დღევანდელ შეხვედრაზე კი მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეგოთ უფრო მეტი და პირისპირ დაესვათ საკუთარი კითხვები.

ტრენერმა ასევე ახსნა მიზეზები იმისა, თუ რატომ ვერ გადადიან ესა თუ ის პროექტი მომდევნო ეტაპზე, რატომ არ ირჩევენ მათ. მან თქვა, რომ აპლიკანტები ხშირად შემდეგ შეცდომებს უშვებენ:

  • შემფასებლებმა ხშირად არ იციან კონკრეტული რეგიონის, ქალაქის ან სოფლის შესახებ. მაგალითად, როდესაც ვწერთ “ნინოწმინდაში არ არის საოჯახო კაფე“, ექსპერტებისთვის ეს რაიმე განსაკუთრებულს არ ნიშნავს. საჭიროა დაკონკრეტება იმისა, თუ რა პრობლემებს ქმნის ის, რომ ნინოწმინდაში არ არის საოჯახო კაფე, არის თუ არა მისი მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან და ა.შ.
  • ხშირად აპლიკანტები არ აქცევენ ყურადღებას იმას, თუ რა არ ფინანსდება პროექტის ფარგლებში და სწორედ ასეთ პროექტებს წარადგენენ.
  • უნიკალურობასა და ინოვაციურობას არ აქცევენ ყურადღებას, რაც ყველაზე მოთხოვნადია დონორების მხრიდან.

ამის შესახებ ჩვენ გავესაუბრეთ ფერმერთა ასოციაციის რეგიონალურ მობილიზატორს, ვაღარშაკ შახბეკიანს.

Radio NOR · Какие ошибки допускают люди при подаче заявки на бизнес-грант? – Встреча в Ниноцминда