როგორი გავლენა იქონია ფასების მატებამ ნინოწმინდის მოსახლეობაზე?

როგორი გავლენა იქონია ფასების მატებამ ნინოწმინდის მოსახლეობაზე?

სხვადასხვა პროდუქტზე ფასების სწრაფი ზრდის გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.

მიმდინარე წლის მარტში ზოგიერთ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასებმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ორი თვის მანძილზე ამავე პროდუქტებზე ფასები სხვადასხვანაირად შეიცვალა, ზოგი გაძვირდა, ზოგი კი პირიქით, მარტის თვესთან შედარებით გაიაფდა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამჟამად შაქრის ფასი დაწეულია. თუ მარტში 1 კგ შაქარი 3 ლარი ღირდა, ახლა 2,70 ლარი ღირს, 50 კგ-იანი ტომარა კი 135 ლარი. რაც შეეხება ფქვილს, ის გაძვირდა. პირველი კლასის 50 კგ-იანი ფქვილი 80-90 ლარი ღირს, უმაღლესი ხარისხის კი 110 ლარი.

ფასების ცვლილება ასევე შეეხო ბოსტნეულს, ხილს, ზეთებსა და სხვა პროდუქტებს.

მოსახლეობა ასეთ მკვეთრ მატებას ბენზინის გაძვირებას უკავშირებს. მათი აზრით, ეს შესაძლოა ვალუტის კურსის რყევამ ან უკრაინის ომმა გამოიწვიოს. საწვავის გაძვირების გამო გაძვირდა მუნიციპალური და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. როგორც ცნობილია ნინოწმინდა-თბილისის მარშრუტი 20 ლარი ღირს, ნინოწმინდა-ახალციხე კი 10 ლარი.

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ნინოწმინდის მოსახლეობის შორის, რათა გაგვერკვია, რამდენად იმოქმედა მათზე ფასების მატებამ.

ერთ-ერთი მაცხოვრებლის აზრით, განსაკუთრებით უჭირთ სტუდენტებს, რადგან ყველა ზემოაღნიშნულ მომსახურებასთან ერთად ბინების ქირამაც იმატა, რის გამოც ახლა შესაბამის ფასში შესაფერისი ბინის შოვნა რთულია.

დაწვრილებით ჩვენს აუდიო მასალაში.

Radio NOR · Как рост цен повлиял на жителей Ниноцминдского муниципалитета?