ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში ესეების კონკურსის დასკვნითი ტური გაიმართა.
კონკურსის პირველი ტური იყო თემაზე „საქართველო ჩემი სამშობლოა“, რომელშიც 100-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. თითოეული სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევარი აირჩია და ტურიზმის დეპარტამენტს წარუდგინა.
ხოლო 24 მაისს განყოფილებაში გაიმართა მეორე ტური, სადაც მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე „მშვიდობა ჩემს სამყაროში“.
კონკურსის მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 27 მოსწავლემ, რომელთაგან ათი საუკეთესო ნამუშევარი საქართველოს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებში მოგზაურობის სიაში მოხვდება. „ყოველწლიურად ვათვალიერებთ საქართველოს ცნობილ ისტორიულ ადგილებს, რათა ბავშვები გაეცნონ სამშობლოს ღირსშესანიშნაობებს.
კარგი ნამუშევრებისა და აქტიური მონაწილეობისთვის დღეს 7 ავტორს დიპლომი გადაეცა“, – აცხადებს გაიანე სეროფიანი.
კონკურსი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
კონკურსის მიზანია ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლების გაცნობა, ასევე პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის გრძნობის განვითარება.
ამის შესახებ დაწვრილებით გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაიანე სეროპიანმა გვითხრა.
ასევე იხილეთ: