ნინოწმინდის ბაზარი ცარიელ უსარგებლო შენობადაა გადაქცეული

ნინოწმინდის ბაზარი ცარიელ უსარგებლო შენობადაა გადაქცეული

2020 წლის 1 იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარე ვაჭრობის აკრძალვის გადაწყვეტილება დაამტკიცა.

ადრე გამყიდველები ამბობდნენ, რომ იმის გამო, რომ არ აქვთ ნორმალური სავაჭრო სივრცე, იძულებულნი არიან, სიცივის, ყინვისა და წვიმის მიუხედავად, ქუჩაში გაყიდონ თავიანთი პროდუქტი.

ოთხოვნადი ბაზარი არის, მაგრამ იქ გადასვლის სურვილი არა

2019 წლის ოქტომბერში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 163 842 ლარი გაიხარჯა ახალი ბაზრის მშენებლობისთვის.

ბაზრობისთვის გამოყოფილი შენობა

დღეს ეს ბაზარი ცარიელი და დაკეტილია, რადგან გამყიდველებს აქ ვაჭრობა არ სურთ. ადგილობრივი ვაჭრების თქმით, ბაზრის მდებარეობა არასასიამოვნოა. არ არის მანქანების სადგომი, გათბობა, ასევე ეს ადგილი ხალხის თვალისგან მიმალულია, გარდა ამისა, მომხმარებლების ძირითადი ნაკადი მთავარ ქუჩაზე გამავალი ხალხია.

2020 წელს აღნიშნული ბრძანების გაცემის შემდეგ გამყიდველებმა საკრებულოს ძველ ადგილზე დარჩენის თხოვნით მიმართეს.

გამყიდველებს არ უნდათ ახალ ბაზარზე გადსვლა

დღესდღეობით გამყიდველები ქუჩაში ვაჭრობისას კვლავ აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას, რომელთაგან უმთავრესიც უამინდობაა. ამის შესახებ სავაჭროდ ქობულეთიდან ნინოწმინდაში ჩამოსულმა ერთ-ერთ გამყიდველმა ისაუბრა.

Radio NOR · Рынок Ниноцминды – бесполезное пустое здание

მერიის კონტროლის სამსახურის უფროსის არტურ შირინიანის თქმით, ბაზრის შენობასთან დაკავშირებით ცვლილებები ჯერ არ იგეგმება. „ადრე ბაზარი იმავე ადგილას იყო, არანაირი პრობლემა არ ყოფილა“, – აცხადებს სამსახურის უფროსი.

ნახეთ ასევე: