ნინოწმინდაში თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარები კვლავ ჩამოინგრა.
გაზაფხულზე, როდესაც თოვლი დნობას იწყებს, თავს იჩენს გზების მშენებლობასთან დაკავშირებული უამრავი ხარვეზი. ერთ-ერთი მათგანი ტროტუარების “დნობაა”.
თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარის შეკეთებიდან დიდი დრო არ გასულა, წელიწადზე ცოტა მეტი. თუმცა შედარებით ახალი ასფალტის ზედაპირი ისეთ იერსახეს იძენს, თითქოს მინიმუმ ხუთი წელი მაინც გამოიყენება.
შეკეთების შემდეგ გზა უკვე მეორედ ფუჭდება. შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდა-ორლოვკის გზაზე თავისუფლების ქუჩის ტროტუარები 2020 წლის სექტემბერში მოასფალტდა და კეთილმოეწყო. 2021 წელს რადიო ნორი იტყობინებოდა, რომ დაზიანებული ტროტუარები გარემონტებულ იქნა.
ნინოწმინდა-ორლოვკის გზის მოასფალტების სამუშაოებს ტენდერის მიხედვით კომპანია “არალი” ატარებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ზემოთაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომელმაც გვიპასუხა, რომ მომავალ კვირას დააზუსტებენ და ამ პრობლემას აღმოფხვრის.
იმას, ეს მონაკვეთი გარემონტდება თუ არა, მომავალ კვირაში გავიგებთ.