საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება ლეგალურად დასაქმდნენ სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაში.
დასაქმების ძირითადი პირობები
შესასრულებელი სამუშაო – მოსავლის აღება
დასაქმების ხანგრძლივობა – 1-დან 3 თვემდე
სამუშაო დრო – 5-6 დღე კვირაში, 8-10 საათი დღეში
ანაზღაურება – მინიმალური ხელფასი – 9.5 ევრო საათში (მას აკლდება საშემოსავლო გადასახადი – 5%)
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
18-დან 60 წლამდე ასაკის
გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში
არის ჯანმრთელი, რადგან დასაქმება ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს
აქვს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია
პირი, ვისთვისაც არ არსებობს რაიმე მიზეზი, რაც იწვევს გერმანიაში შესვლის შეზღუდვას
სასურველია უცხო ენების (გერმანული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჯანმღტელობის (ფორმა #100) და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა
კანდიდატების საბოლოო შერჩევა გერმანული მხრიდან
ხელშეკრულების გაფორმება
გამგზავრების წინა ორიენტაციის ტრენინგის გავლა
PCR ტესტი
შერჩეულმა კანდიდატმა უნდა გადაიხადოს საქართველოს მოქალაქის პასპორის აღბის ღირებულება, მგზავრობის ხარჯები (გერმანიაში გამგზავრება და უკან დაბრუნება), ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა #100) საფასური და PCR ტესის ღირებულება.
საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამნისტრო და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ეხმარება შერჩეულ კანდიდატებს გერმანიაში გამგზავრების ორგანიზებაში.
ეს პროგრამა 2021 წლის 15 თებერვლიდან მოქმედებს და გაგრძელდება მანამ, სანამ მოქმედებს თანხმობა ქვეყნებს შორის.