1 მარტიდან საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო სოციალური შეღავათების მიმღები პირების დასაქმების პოლიტიკა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკვე 14 ოჯახია დარეგისტრირებული. ერთ-ერთი წევრი უკვე დასაქმებულია ვაკანტურ პოზიციაზე და იმუშავებს ქალაქში ან სოფელში სურვლისამებრ.
ოჯახებმა, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი გააჩნიათ, უნდა მიმართონ ნინოწმინდის მერიას ან ეკონომიკის დეპარტამენტს. ამ საკითხს მერის მოადგილე კურირებს.
9 ივნისს მერი, ანივარდ მოსოიანი შეხვდა სპეციალისტებსა და მერიის წარმომადგენლებს სოფლებში. სპეციალისტებმა ინფორმაცია უნდა მოიძიონ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და შესთავაზონ ამ პროგრამაში დარეგისტრირება, უარის შემთხვევაში კი მიზეზები დაადგინონ.
საჯარო სამუშაო ნიშნავს დასაქმებას ისეთ ვაკანტურ თანამდებობაზე სამსახურს, რომლის დაკავებაც ნებისმიერ კვალიფიციურ პირს შეუძლია, ხოლო სამუშაოს მიმწოდებლები არიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს.
პროგრამის ბენეფიციარებად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი 18 წელზე მეტი ასაკის შრომისუნარიანი პირები, რომელთა ოჯახის რეიტინგიც არ აღემატება 120 000 ქულას და რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან.
დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს ოთხი წლით გარანტირებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, შენარჩუნდება მისთვის მინიჭებული ფულადი და არაფულადი შეღავათები. ამ პერიოდში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შემოწმდება. საჯარო სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, გარდა სოციალური დახმარებისა, დამატებით ფინანსურ შეღავათსაც მიიღებენ, რომელიც გათვლილია სამუშაო საათების მიხედვით და შეადგენს 300 ლარს.