8 ივნისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და მერი ანივარდ მოსოიანი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა პროგრამა “სახელმწიფო ენის შესწავლისა და ინტეგრაციის პროგრამები საჯარო მოხელეებისთვის” ფარგლებში.
შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებისა და საჯარო მოხელეების, როგორც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვის აქტუალური ამოცანები.
ქეთევან ჯაყელის თქმით, ეს პროგრამა იმ საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა, რომლებსაც აქვთ ენობრივი ბარიერი. პროგრამის ფარგლებში არა მხოლოდ სახელმწიფო ენის შესწავლა, არამედ პროფესიული უნარების ამაღლებაც შეიძლება. ამჟამად სკოლა გთავაზობთ მრავალფეროვან პროგრამებსა და კურსებს. სწავლება ტარდება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ასევე დისტანციურად.
სახელმწიფო ენის მომზადების პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 2014 წლიდან სკოლაში სახელმწიფო ენა ეროვნული უმცირესობების 23000-ზე მეტ წარმომადგენელმა ისწავლა.
ამის შესახებ დაწვრილებით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი გვესაუბრა.
სახელმწიფო პროგრამები, რომლებშიც ამ ეტაპზე განაცხადების მიღება შეჩერებულია