ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაგიალში ივნისის ბოლოს მომხდარი მასობრივი მოწამვლის შემდეგ, სასმელი წყალი ექსპერტიზაზე გაიგზავნა, რადგან ის მთავარ მიზეზად ითვლებოდა.
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ტიგრან ეღოიანის თქმით, წყალში მართლაც იყო რაღაც. ამის მიზეზად კი 27 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ დიდ არაგიალის დატბორვა ითვლება.
ამჟამად აუზი უკვე გაწმენდილია და დაქლორებულია და მოსახლეობა წყალს ჩვეულებრივად იყენებს.
რათა გაგვერკვია, იყო თუ არა მოსახლეობას შორის ვინმე, ვინც მოწამვლის გამო გადაიყვანეს ქალაქის კლინიკაში, მენეჯერს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ სოფლიდან რამდენიმე დღეა ასეთი სიმპტომებით კლინიკაში არავინ მოსულა.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს სოფლის 40-მდე მცხოვრებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის ნიშნები აღენიშნებოდა.