ქალაქ ნინოწმინდის მკვიდრმა, რომელიც ყვავილების მოყვანით არის დაავებული, აქცია გამართა.
ირიციანების ოჯახი უკვე მრავალი წელია ყვავილებს ზრდის. მათ ააგეს სათბური, სადაც მოჰყავთ სხვადასხვა სახის ყვავილები: ვარდები, ასტრომეტრია, ქრიზანთემები, შროშანები, მიხაკები, გლადიოლები.
ვაჰე ირიციანის სიტყვებით, მათ გადაწყვიტეს ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ვარდების ბუჩქების დარიგება. სამი დღის განმავლობაში მათ 40 ორგანიზაციას უნდა გადასცენ ეს ბუჩქები. სულ დარიგდება 2500 ბუჩქი. ორგანიზაცების გარდა, როგორც ავღნიშნეთ, ინდივიდუალურ პირებსაც დაურიგდება ბუჩქები.
„პირველ რიგში, ვარდის ბუჩქების დარგვით ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო გალამაზდება. იმედი მაქვს, მოსახლეობა კარგად მოუვლის ყვავილებს. ამბობენ, დედამიწა ყვავილებით იცინისო… ყვავილები გვაძლევენ საკუთარ სინაზესა და სიწმინდეს. იმედი მაქვს, ჩვენი აქციის წყალობით, ჩვენი სკვერები, ქუჩები და მოედნები ყვავილებით იქნება მორთული.” – ამბობს ვაჰე ირიციანი.
იხილეთ ასევე: