გაიხსნება თუ არა სამშობიარო განყოფილება ნინოწმინდის კლინიკაში

გაიხსნება თუ არა სამშობიარო განყოფილება ნინოწმინდის კლინიკაში

ნინოწმინდის საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილება 2020 წლიდან არ ფუნქციონირებს. განყოფილება დაიხურა Covid-19-ის გამო. იმის გამო, რომ კლინიკაში კორონავირუსით დაავადებულთათვის ადგილები არ იყო, ნინოწმინდის კლინიკა დროებით გადაკეთდა ინფექციურ საავადმყოფოდ COVID-19 და პნევმონიით დაავადებულთათვის. ამის გამო სამშობიარო განყოფილება არ ფუნქციონირებდა.

2022 წლის 15 მარტიდან ნინოწმინდის საავადმყოფოში კოვიდ ცენტრი დაკეტილია. საავდმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო ჰიბრიდული ფორმით. თუ ინფიცირებული მოულოდნელად ჩამოვა, მას სამედიცინო დახმარება გაუწევენ, უმკურნალებენ ცალკე პალატაში.

კოვიდ ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით ქალაქში გაჩნდა მოსაზრებები, რომ კლინიკის სამშობიარო განყოფილება გაიხსნებოდა. აღნიშნულ საკითხზე კლინიკის მენეჯერმა წოვინარ მანველიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს კლინიკის პირობებს და ასევე გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს, თუმცა ნინოწმინდის კლინიკის სამშობიარო განყოფილების ფუნქციონირების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამიტომ უცნობია ახლო მომავალში იგი გაიხსნება თუ არა.