ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2 მლნ ლარის დამატებითი დაფინანსება მიიღო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2 მლნ ლარის დამატებითი დაფინანსება მიიღო

რეგიონალური განვითარების ფონდის მხრიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2 175 400 ლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება მიიღო.

ეს თანხა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების გზების სარემონტო სამუშაოებისთვის იქნება გამოყოფილი.

როგორც მერიაში აღნიშნეს, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსების პირველი ეტაპის თანხა 2 მლნ ლარზე მეტი იყო. ამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ახლა მუნიციპალიტეტმა დამატებით კიდევ 2 მლნ ლარი მიიღო. ეს თანხა გზების მოასფალტებისთვის იქნება გამოყენებული. ამ ქუჩების ასფალტისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები:

1. ქ. ნინოწმინდის ნინოშვილის ქუჩის ასფალტი – 105 915 ლარი;

2. ქ. ნინოწმინდის დუმბაძის ქუჩის ასფალტი – 404 623 ლარი;

3. ქ. ნინოწმინდის თავისუფლების ქუჩის № 54 და № 56 ეზოების ასფალტი – 150 895 ლარი;

4. ქ. ნინოწმინდის ჰოვსეპიანის ქუჩის № 18 ეზოს ასფალტი – 94 579 ლარი;

5. ქ. ნინოწმინდის კაპუტიკიანის ქუჩის ასფალტი – 232 152 ლარი;

6. ქ. ნინოწმინდის ჯაფარიძის ქუჩის ასფალტი – 66 898 ლარი;

7. ქ. ნინოწმინდის ვანის, ჰოვსეპიანისა და პუშკინის შესახვევის ქუჩების ასფალტი – 137 746 ლარი;

8. ქ. ნინოწმინდის მეგობრობის ქუჩის ასფალტი – 192 577 ლარი;

9. ქ. ნინოწმინდის დერჟინსკის ქუჩის შესახვევის ასფალტი – 209 075 ლარი;

10. ს. ორლოვკის გზის ასფალტი – 580 940 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ბუჯეტიდან ქალაქისა და სოფლების გზების რეაბილიტაციისთვის 4 671 203 ლარი იყო დახარჯული. ამ თანხს 5% აფინანსებს მუნიციპალიტეტი, დანარჩენი თანხა კი გამოყოფილია რეგიონალური ფონდიდან.