პუშკინის ქუჩაზე ტროტუარები დაასუფთავეს

პუშკინის ქუჩაზე ტროტუარები დაასუფთავეს

პუშკინის ქუჩაზე ამ მომენტში ტროტუარების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ქუჩაზე დიდი ხნის მანძილზე ტროტუარებზე გავლა შეუძლებელი იყო, რადგან ბალახით იყო დაფარული. გუშინ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის დასუფთავების სამსახურს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ამჟამად იმდენი რესურსი არ არის, რათა ტერიტორია დასუფთავდეს და ამაში მოსახლეობამაც უნდა შეუწყოს ხელი. თუმცა დღეს დასუფთავების სამსახური ტროტუარებზე ამოსულ ბალახს თიბავს.

ამ დროისთვის “უხილავი” ტროტუარების პრობლემა მოგვარებულია.