პუშკინის ქ. ქალაქ ნინოწმინდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა. ქუჩის ნაწილზე ტროტუარები უკვე დიდი ხანია, რაც ბალახითაა დაფარული. ბალახი იმდენად მაღალია, რომ ფეხით მოსიარულეებს ტროტუარზე სიარული არ შეუძლიათ. თუმცა ამას ყურადღება არ ექცევა. ვინ არის პასუხისმგებელი ტერიტორიის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი, მოსახლეობა თუ მუნიციპალიტეტი?
რამდენიმე კვირის წინ ამავე ქუჩაზე გზის დაზიანებული ნაწილის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც ასფალტის ფენა განაახლეს. თუმცა სამშენებლო ნაგავი ამ დრომდე ქუჩაზე ყრია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნაგვის ურნა დგას, მთლიან ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია.
ჩვენ ქალაქის დასუფთავების სამსახურს მივმართეთ იმის გასაგებად, დაასუფთავებდნენ ისინი ტერიტორიას თუ არა, სადაც გვიპასუხეს: „ჩვენ ვასუფთავებთ ქუჩებს, ეს რა თქმა უნდა სარეველასაც ეხება. შეგვიძლია დაყრილი ნაგვისგან ქუჩის დასუფთავება, მაგრამ მოსახლეობამაც უნდა გაიაზროს, რომ ისინი თავად ცხოვრობენ აქ და არ დააბინძურონ გარემო. რაც შეეხება ბალახით დაფარულ ტროტუარებს, ეს არის კერძო სახლების მიმდებარე ტერიტორია. რა თქმა უნდა, შეგვიძლია დასუფთავება, მაგრამ ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი რესურსი ამისათვის, ამიტომ მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს და ნაგავი მაინც არ დაყაროს.” – განაცხადეს დასუფთავების სამსახურში.