ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვში მოსახლეობა უკვე მკაცრი და ცივი ზამთრისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, რომ ამა და მუნიციპალიტეტის კიდევ 7 სოფელში, გორელოვკაში, ორლოვკაში, ეფრემოვკაში, სამებაში და სხვა, გაზიფიცირება არ განხორციელებულა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რვა სოფელი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიეწოდება გაზი, ზღვის დონიდან 1980-2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ზამთარში აქ მცხოვრებნი ღუმელებს შეშით, ქვანახშირით ან წივით ათბობენ. შეშა და ქვანახშირი წელს გაძვირდა. მოსახლეობის თქმით, წელს 1 ტონა შეშა 400-500 ლარი ღირს. წელს კი მხოლოდ „ტყიბულის“ ქვანახშირს ყიდულობს, რომელიც იმპორტირებულთან შედარებით იაფია, მაგრამ სოფლელების ფინანსები მაინც არ იძლევა ამ ტიპის საწვავის ყიდვის საშუალებას. ისინი ძირითადად მთელი ზამთარი წივით ათბობენ ღუმელებს, რომლებსაც აშრობენ მთელი გაზაფხული და ზაფხულის პერიოდში.
„ადრე ბუნებრივ აირს ვყიდულობდით ბალონებით, რომ სამზარეულოში მაინც გამოგვეყენებინა, მაგრამ ახლა ესეც აღარ არის. ახლა ბევრი ყიდულობს ელექტრო ღუმელებს, მაგრამ ამისთვის ფული არ არის. ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ სოფლების მცხოვრებლებს შემოსავალი მაინც არ აქვთ“. – ამბობს სოფელ ჟდანოვაკანის მკვიდრი.
მისივე თქმით, ღუმელებს ოქტომბრიდან მაისამდე ათბობენ. მათი მთავარი საწვავი არის წივა, რომელიც ყოველთვის არ არის საკმარისი ზამთრის ბოლომდე.
როდის დაიწყება გორელოვკისა და ორლოვკის გაზიფიცირება
2022 წელს სოფლების გორელოვკასა და ორლოვკას გაზიფიცირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო. SJGC-ის დირექტორის თქმით, ორი სოფლის ორლოვკასა და გორელოვკას გაზიფიცირების პროექტი უკვე მზადაა, პროექტის ღირებულება 600 000 ლარია. ეს მხოლოდ ცენტრალური ხაზის ჯამია, ნინოწმინდიდან სოფელ გორელოვკამდე.
კონკრეტულად, როდის დაიწყება სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები, ამ დროისთვის უცნობია.