კოვიდი უნდა დავივიწყოთ თუ ახალ ტალღას ველოდოთ? – ექიმის მოსაზრება

კოვიდი უნდა დავივიწყოთ თუ ახალ ტალღას ველოდოთ? – ექიმის მოსაზრება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამ დროისთვის მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, რომ სეზონური გრიპის კოვიდისგან გარჩევა რთულია, თუმცა სიმპტომები განსხვავებულია.

ამ და რამდენიმე სხვა საკითხზე ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ტიგრან ეღოიანს ვესაუბრეთ.

რამდენად შესაძლებელია კოვიდის შემთხვევების გაზრდა თუ უნდა დავივიწყოთ, ეღოიანმა ასე უპასუხა:

„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დავიწყება შესაძლებელია, მაგრამ ამავდროულად ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ნახეთ, რა მდგომარეობა იყო ჩვენთან შარშან და წინა წელს, ან რამდენად შეიცვალა ახლა. უკვე მე-3 წელია, რაც ჩვენი ექიმები არიან ჩართულები და ჩვენ მივიღეთ დიდი გამოცდილება Covid-თან დაკავშირებით“.

თუ Covid-ის შემთხვევები გაიზარდა, რამდენად მომზადებულია საავადმყოფო, აქვს თუ არა მას საკმარისი ვაქცინები და მარაგი? ეღოიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„ისევე, როგორც მთელი საქართველო, ჩვენი რეგიონის საავადმყოფო, სამედიცინო ცენტრები და კოვიდ ცენტრები მზად არიან მაქსიმალურად დაეხმარონ ხალხს, როგორც მედიკამენტებით, ასევე სხვა საკითხებში.

ექიმმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ სეზონური ვირუსები კოვიდისგან და სეზონური გრიპის ვაქცინაციის პროცესის დაწყება აღნიშნა.

„თითოეულმა რაიონმა დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ასევე დაწყებულია C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის ტესტები. სეზონური გრიპი ჩნდება ცხვირიდან გამონადენით, ყელის ტკივილით, მსუბუქი ცხელებით და ა.შ., მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ეს არის სასაზღვრო ხაზი, ერთ მხარეს Covid-ით და მეორეზე გრიპით, არ იქნება სწორი. ნიშნების არსებობის შემთხვევაში უნდა წახვიდეთ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდებათ უფასო გამოკვლევა და თუ დადასტურდა, შესაბამისი მკურნალობა ავტომატურად ჩატარდება“.

ასევე, ნინოწმინდის კლინიკა „ევექსის კლინიკის“ მენეჯერის, წოვინარ მანველიანის თქმით, ამ თვეში კოვიდთან დაკავშირებული არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დეტალები აუდიოჩანაწერში.

Radio NOR · Հնարվոր է որ Covid -ը նորից շատանա, թե պետք է մոռանալ այդ մասին. Բժշկի կարծիքը