რა ღირს შეშა და ქვანახშირი ნინოწმინდაში? საწვავის პრობლემები

რა ღირს შეშა და ქვანახშირი ნინოწმინდაში? საწვავის პრობლემები

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლის მაცხოვრებლებმა სახლების გასათბობად საწვავის (შეშა, ქვანახშირი) შესყიდვა აქტიურად დაიწყეს.

რადიო NOR-მა არაერთხელ გააშუქა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების პრობლემა, თუმცა საკითხი გადაუჭრელი რჩება. ბუნებრივი აირის უქონლობის გამო, მოსახლეობა სახლებს ათბობს ღუმელების, გაზის ბალონებისა და ელექტრო ღუმელების დახმარებით, რაც ძალიან ძვირია. ზამთარში ელექტროენერგიაში თვეში საშუალოდ 200 ლარს იხდიან, გაზის ერთ ბალონში კი 38-40 ლარს.

7 თვიან ზამთარში ამ სოფლებში მცხოვრები ხალხი ღუმელს შეშით, ქვანახშირით ან წივით წვავს. შეშა და ქვანახშირი წელს გაძვირდა. მოსახლეობის თქმით, წელს 1 კუბური მეტრი შეშა 500-650 ლარი ღირს. წელს კი მხოლოდ „ტყიბულის“ ქვანახშირს ყიდულობს, რომელიც იმპორტთან შედარებით იაფია, მაგრამ სოფლის მოსახლეობის ფინანსები მაინც არ იძლევა ამ ტიპის საწვავის ყიდვის საშუალებას. 100 კგ „ტყიბულის“ ქვანახშირი 50 ლარი ღირს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 756 ოჯახი (სოფლები ჟდანოვაკანი, გორელოვკა, ორლოვკა, სამება, ეფრემოვკა, ვლადიმიროვკა, ფარავანი, ახალი ხულგუმო) წლების განმავლობაში გაზიფიცირებას ელოდება.

SJGC-ის დირექტორის თქმით, ორი სოფლის ორლოვკასა და გორელოვკას გაზიფიცირების პროექტი უკვე მზადაა, პროექტის ღირებულება 600 000 ლარია. ეს მხოლოდ ცენტრალური ხაზის ჯამია, ნინოწმინდიდან სოფელ გორელოვკამდე. თუმცა, წელს ამ სოფლებში გაზიფიცირება არ განხორციელდება.

2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც რეგიონების გაზიფიკაციისთვის 80 მილიონი ლარი გამოიყო.

„რეგიონების გაზიფიცირებისთვის 80 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, გაზიფიცირება დაახლოებით ორ წელიწადში უნდა დავასრულოთ. დღეს, თუ 90%-ზე მეტი გაზიფიცირებულია, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ და რაც ჩვენს გეგმებში შედის, უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს“.

ირაკლი ღარიბაშვილი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2019 წელს, დამტკიცდა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა. აღნიშნულ გეგმაში 2019-2021 წელს საქართველოს 407 სოფელი მოხვდა. აქედან მხოლოდ 4 არის სამცხე-ჯავახეთიდან (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები პტენა და ჩუნჩხა; ასპინძის სოფლები რუსთავი და სახუდაბელი). მოახერხებენ თუ არა დაგეგმილი რეგიონების გაზიფიცირებას ორ წელიწადში?

ქალაქ ნინოწმინდაში და სოფლების უმეტესობაში გაზიფიცირება არის, რაც მოსახლეობას ცხოვრებას უადვილებს. თუმცა, გაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობას სხვა პრობლემა აწყდება… ფინანსები. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან საუბრის შემდეგ გავიგეთ, რომ ოქტომბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე მოსახლეობა სახლების გასათბობად ყოველთვიურად 200-400 ლარს ხარჯავს.

Radio NOR · Как отапливают дома в Ниноцминда