დაიწია თუ არა მედიკამენტების ფასმა ნინოწმინდაში? – ინფოგრაფიკა

დაიწია თუ არა მედიკამენტების ფასმა ნინოწმინდაში? – ინფოგრაფიკა

15 იანვრიდან საქართველოს მთავრობამ გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დააწესა. ამის მიხედვით აფთიაქებმა ფასების მაქსიმალურ ზღვარს არ უნდა გადააცილონ. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რამდენად შეიცვალა მედიკამენტების ღირებულება ნინოწმინდაში.

რადიო NOR-ის ჟურნალისტმა ადგილობრივი აფთიაქებიდან გაიგო იმ წამლების ღირებულება, რაც არის შეტანილი მთავრობის სიაში. რეფერენტული ფასები დაწესებულია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, ფარისებრი ჯირკვლის, ანტიბიოტიკებისა და ონკოლოგიური დაავადებებისთვის განკუთვნილ 1300 პრეპარატებზე. აღმოჩნდა, რომ ნინოწმინდის აფთიაქებში მედიკამენტებს სხვადასხვა ფასები აქვთ.

ჩვენ ერთმანეთს შევადარეთ გარკვეული მედიკამენტების ღირებულება საბითუმო ბაზარსა და ნინოწმინდაში. წარმოგიდგენთ ინფოგრაფიკას, სადაც იხილავთ მედიკამენტების ფასებს.

Цены на лекарства, на которых установлена референтная цена автор: Mzisa Khmaladze

ზოგ აფთიაქში რეფერენტული ფასის პრინციპი ჯერ-ჯერობით არ მოქმედებს, თუმცა მათ აქვთ დრო 31 იანვრამდე, რათა გადახედონ მთავრობის გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოიყენებს სანქციებს იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულ ზღვარზე მაღალი ფასით გაიყიდება მედიკამენტი.