საქართველოს მოქალაქეებს უკვე რამდენიმე წელია, რაც შეუძლიათ მედიკამენტების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა.
პროგრამით სარგებლობა და მედიკამანტების სიმბოლურ ფასში შეძენა შეუძლიათ მხოლოდ პენსიონერისა და დარეგისტრირებული ინვალიდობის სტატუსის მქონე პირებს.
ნინოწმინდის მოქალაქეებმა, ქრონიკული ავადმყოფობებისთვის საჭირო წამლების მისაღებად, სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ ნინოწმინდის კლინიკაში, ფორმა 100-ს, პირადობის მოწმობისა და არსებობის შემთხვევაში რეცეპტის წარდგენით. მათ ასევე შეუძლიათ ადგილზე ჩაიტარონ გამოკვლევა და ქრონიკული ავადმყოფობის გამოვლენის შემთხვევაში ექიმი მას მონაცემთა ბაზაში დაარეგისტრირებს და საჭირო წამალს გამოუწერს.
მოქალაქეები მედიკამენტების მიღებას ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით, “ავერსისა” და “ფარმადეპოს” აფთიაქებში.
პირველადი საჭიროების მედიკამენტები იმ პენსიონერებზე გაიცემა, რომლებსაც ქრონიკული (გულის, ჰიპერტონიული, ფილტვების, ეპილეფსიური ან დიაბეტური) დაავადება აქვთ. ამ წამლებს პროგრამის ფარგლებში გარკვეული ლიმიტი აქვთ. გულის დაავადებების მედიკამენტებს – 200 ლარი, დიაბეტის – 40 ლარი, ფსიქოტროპულებს – 300 ლარი. ეს ლიმიტი შეიძლება ორ თვეში ან ერთ წელიწადში გამოიყენონ. სრული თანხის გამოყენების შემთხვევაში, პაციენტმა საკუთარ სახსრებით უნდა შეიძინოს საჭირო წამალი.
როგორც ქალაქ ნინოწმინდის მკვიდრი, ნათელა ამბობს, სახელმწიფო პროგრამა კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც არ აქვს წამლების შეძენის საშუალება, თუმცა ცუდია, რომ თანხა შეზღუდულია. “მე წელიწადის განმავლობაში დიაბეტის წამალს ვსვამ, ამ პროგრამით კი მხოლოდ 2 თვე ვსარგებლობ. ლიმიტის დასრულებისთანავე 10 თვე საკუთარი სახსრებით ვყიდულობ წამლებს. მადლიერი ვარ ასეთი დახმარებისთვის, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო მედიკამენტებით ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა,” – ამბობს ნათელა.