რამ გამოიწვია ქალაქ ნინოწმინდაში წყლის უკმარისობა

რამ გამოიწვია ქალაქ ნინოწმინდაში წყლის უკმარისობა

ყინვების დადგომასთან ერთად, ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობა უწყლობის პრობლემას აწყდება.

როგორც ქალაქ ნინოწმინდის ხოჯაბეკის რაიონის მაცხოვრებლები ამბობენ, წყლის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას, ხდება ისე, რომ წყალი არ არის ორი დღე, ზოგჯერ დღეში ორი საათის განმავლობაში მოდის. ხალხი იძულებულია მეზობლების სახლებიდან წაიღოს წყალი. სასმელი წყლის ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებს.

როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ნინოწმინდის სამმართველოს უფროსმა არზუნ გოროიანმა განაცხადა, მთებში მდებარე სასმელი წყლის წყარო გაიყინა, რის გამოც აუზში ჩასული წყლის მოცულობა შემცირდა. და ამიტომ არის წყლის ნაკლებობა. წყალს ვაძლევთ მკაცრად გრაფიკის მიხედვით, რათა ყველამ მიიღოს.

ზაფხულში სასმელი წყლის წყაროდან წამში 15 ლიტრი წყალი მოედინება, ზამთარში კი 1,5 ლიტრი წყალი, რაც 80%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ წყალი ქალაქ ნინოწმინდის სხვა რაიონებშიც არ არის, რის ძირითად მიზეზადაც ასახელებენ ყინვების გამო გაყინულ წყლის მილებს.