13 თებერვალს ნინოწმინდის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პაპილომა ვირუსისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ.
შეხვედრა ჩატარდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალებისთვის. შეხვედრის მიზანი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო.
შეხვედრის დროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენლებმა ისაუბრეს ვირუსის გავრცელების, გამოწვეული დაავადებებისა და პროფილაქტიკის შესახებ.
პაპილომავირუსი (HPV) ეს არის ვირუსების ჯგუფი, რომელიც იწვევს კანის ან ლორწოვანი გარსის (მაგალითად პირის ღრუს ან საშვილოსნოს ყელის) დაავადებებს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებთანაც.
მსოფლიოში პაპილომავირუსის 200-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი რთული დაავადებები, როგორიც საშვილოსნოს ყელის კიბოა.
საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული ონკოლოგიური დაავადება და ქალთა კიბოთი სიკვდილიანობის მეოთხე მიზეზია მსოფლიოში. 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 604 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 342 000 ქალი გარდაიცვალა მსოფლიოში. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო 5 ყველაზე მაღალი ავადობის მქონე ავთვისებიან დაავადებებს შორის შედის.
დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა, ტარდება 25-60 წლამდე ქალებში 3 წელიწადში ერთხელ და მოიცავს:
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება:
საქართველოში აპვ ვაქცინაცია ტარდება 10,11,12 წლის გოგონებში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ის ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).
13-26 წლის გოგონებს, რომელთაც ვერ შეძლეს ჩაეტარებინათ ვაქცინაცია, დამატებითი ინტერვენციის სახით, 2023 წელს ეძლევათ შესაძლებლობა აიცრან.
სურვილის შემთხვევაში პაპილომავირუსის წინააღმდეგ აცრა ნინოწმინდის მოსახლეობას შეუძლია ჯანდაცვის ცენტრში.