რა სიახლეები ელით ამომრჩევლებს 2024 წელს?

რა სიახლეები ელით ამომრჩევლებს 2024 წელს?

ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო უბნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაივლის.

როგორც ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სეირან კიურეღიანმა რადიო NOR-თან საუბარში აღნიშნა, არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ტრენერთა გადამზადება არჩევნების ჩატარების ახალ სისტემასთან დაკავშირებით.

მთავარი ცვლილება ის არის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულიად პროპორციული სისტემითა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

როგორც კიურეღიანმა განმარტა, საუბარია ამომრჩეველთა ელექტრონული ტექნიკის გამოყენებით რეგისტრაციაზე. ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნების გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას.

დაწვრილებით ამის შესახებ სეირან კიურეღიანმა ისაუბრა.

Radio NOR · Какие новшества будут на выборах 2024 года