რა გავლენა აქვს დეზინფორმაციას საზოგადოებაზე? – შეხვედრა ახალგაზრდებთან

რა გავლენა აქვს დეზინფორმაციას საზოგადოებაზე? – შეხვედრა ახალგაზრდებთან

ნინოწმინდისა და ახალქალაქის ახალგაზრდებისთვის 26 თებერვალს გაიმართა ტრენინგი “მედიაწიგნიერების ხელშეწყობა”. ტრენინგზე განიხილა მედიაწიგინიერების, მისი მნიშვნელობა და როლი და დეზინფორმაციის გავრცელება.

შეხვედრა გაიმართა პროექტის “თემის ხმა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინტერნიუსი საქართველო ორგანიზაცია “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის” ინიციატივით. ტრენინგის მიზანი იყო მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდების უნარების შესწავლა და განვითარება.

ახალგაზრდებმა ტრენინგის მსვლელობისას შეისწავლეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები, ინფორმაციის გადამოწმების ხელსაწყოები და გაეცნენ ადგილობრივი მედია ორგანიზაციების დეზინფორმაციასთან ბრძოლის გამოცდილებაზე. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეხვდნენ სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის (JNEWS) დირექტორს, რიმა ღარიბიანს.

სამცხე-ჯავახეთსა და საქართველოს სხვა მოწყვლად რეგიონებში მცხოვრები ხალხი ხშირად ხდება დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის მსხვერპლი, რაც იწვევს უნდობლობას, ქაოსსა და პანიკას საზოგადოებაში.

ნინოწმინდაში გავრცელებული დეზინფორმაციის მაგალითები:

  1. 2020 წელს სოციალურ ქსელში კოვიდ 19-თან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვერტმფრენების საშუალებით “დეზინფექციის” ჩატარებას აპირებდნენ კორონავირუსის მიკრობების ლოკალიზაციის მიზნით. ამის გამო სოფლის მცხოვრებლებმა დაიწყეს თივის გადაფარვა, რათა დაეცვათ შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები მავნე ნივთიერებებისგან.
  2. 2020 წელს ყარაბაღის ომის დროს იყო გავრცელებული ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს გავლით აზერბაიჯანის მხარეზე საომარი იარაღი იყო გადატანილი, რის გამოც ჯავახეთის მოსახლეობამ კარწახის გამშვები პუნქტი გადაკეტა

იმაზე, თუ რა სახის ცოდნა მიიღეს მონაწილეებმა და სად აპირებენ ამ ცოდნის გამოყენებას, ტრენინგის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, შუშანიკ მკრტჩიანი საუბრობს.

Radio NOR · მედიაწიგნიერების როლი და მნიშვნელობა სამცხე-ჯავახეთში