ჩარენცისა და პუშკინის ქუჩებზე დაზიანებული მილებიდან სასმელი წყალი ჟონავს

ჩარენცისა და პუშკინის ქუჩებზე დაზიანებული მილებიდან სასმელი წყალი ჟონავს

ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობა კვლავ აწყდება წყალმომარაგების პრობლემებს, რაზეც არაერთხელ უსაუბრია რადიო NOR-ს. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყალგამყვანი მილები დაზიანებულია, რის გამოც წყალი ჟონავს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქ ნინოწმინდის ჩარენცისა და პუშკინის ქუჩებზე. უკვე რამდენმე კვირაა, რაც წყალი მიედინება გზის ზედაპირსა და კერძო ტერიტორიებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლის ხარისხისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემები. ჩარენცის ქუჩაზე წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა მილი წელს უკვე ერთხელ შეაკეთეს, თუმცა პრობლემა განმეორდა.

როგორც ამ ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, ეს წყლის რაოდენობის პრობლემას ჯერ-ჯერობით არ ქმნის, თუმცა საჭიროა მილის მთლიანად გამოცვლა პრობლემების თავიდან ასარიდებლად. აღსანიშნავია, რომ წყალი არ არის საკმარისი მთელი ქალაქისთვის, რის გამოც ამ ქუჩის მოსახლეობას დღის პირველ ან ორ საათამდე აქვთ სასმელი წყალი.

დეტალები აუდიოში.

Radio NOR · ჩარენცისა და პუშკინის ქუჩებზე დაზიანებული მილებიდან სასმელი წყალი ჟონავს

ასევე, წყლის გაჟონვის პრობლემა შეექმნა პუშკინის ქუჩას, სადაც მოსახლეობა რამდენიმე თვეა “ვერ ახერხებს წყალმომარაგების კომპანიასთან დაკავშირებას” პრობლემის მოსაგვარებლად.

ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო NOR-ი წყალმომრაგების კომპანიის ნინოწმინდის ფილიალის ხელმძღვანელს, არზუნ გოროიანს დაელაპარაკა, რომელმაც მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ ქუჩებზე სამუშაოების განხორციელებას მომავალი კვირიდან შეუდგებიან.

გოროიანის მიხედვით, კომპანიას ახლა რესურსების უკმარისობის გამო, მხოლოდ დროებით შეუძლია პრობლემის მოგვარება, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემები შესაძლოა განმეორდეს. თუმცა, როგორც გოროიანმა გვითხრა, 2023 წლის ბოლოსთვის ან 2024 წლის დასაწყისში, კომპანია მასშტაბურ პროექტს იწყებს, რაც ითვალისწინებს წყლის მილების შეცვლას ქალაქის მასშტაბით. ამან მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს წყლის ხარისხი.