რადიო NOR-მა 11 წლის გოგონას ოცნების ასრულებაში ხელი შეუწყო

რადიო NOR-მა 11 წლის გოგონას ოცნების ასრულებაში ხელი შეუწყო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრმა, ნიჭიერმა წოვინარ ესაიანმა, სულ რაღაც ერთი თვის წინ, რადიო NOR-ის ეთერში თავისი უნიკალურობისა და ოცნებების შესახებ უამბო მაყურებელს. წოვინარი სომხურ რეკორდების წიგნში დაარეგისტრირეს.

წოვინარ ესაიანი სიტყვებს, წინადადებებსა და ლექსებს პირიქით წარმოთქვამს (მაგ. წიგნი-ინგიწ).

რადიო NOR-ი წოვინარს დაუკავშირდა და მის მიღწევებზე ესაუბრა.

წოვინარი ამბობს: “აპლიკაცია რეკორდების წიგნის გვერდზე რაც შეიძლება მალე გავგზავნე, მართალია ძალიან გვიან მიპასუხეს, მაგრამ მთავარია პასუხი პოზიტიური იყო. ასევე გავუგზავნე ჩემი ინტერვიუ NOR-თან, რამაც დიდი როლი ითამაშა რეგისტრაციისას. რამდენიმე დღის წინ „დიუცაზნაგირქის“ (რეკორდების წიგნის) გარდა, მსოფლიო რეკორდების წიგნშიც დავრეგისტრირდი, რისთვისაც ასევე ძალიან მიხარია და მადლობას ვუხდი ყველას“.

ჩემი ოცნება მაშინ ასრულდება, როცა გინესის რეკორდების წიგნში დავრეგისტრირდები, – ამბობს წოვინარი.

დეტალები ჩანაწერში.

Radio NOR · NOR ռադիոն նպաստեց «Շիտակ նստող թարս խոսող» աղջկա երազանքի իրականացմանը