საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სოფლის ექიმებთან ვაქცინაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სოფლის ექიმებთან ვაქცინაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, 29 მარტს, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სოფლის ექიმებთან აცრების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ინიციატორები იყვნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სააგენტოს წარმომადგენლები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით ექიმებს გააცნეს ახალი მოთხოვნების ცივი ჯაჭვის პროცესებთან დაკავშირებით. ნებისმიერი აცრა, რომელიც ბავშვებს ეხება, რეგისტრაციას გადის სპეციალური მოდულით. ახლა თბილისში ამ მოდულის განახლება მიმდინარეობს. არსებობს იმუნიზაციისა და მარაგების მოდულები. ახლა მათი შესწორებული ვარიანტებიც ხელმისაწვდომია. ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა მიმართულებები არსებობს და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტები.

ჟურნალისტის შეკითხვას იმაზე, თუ საჭიროა თუ არა ვაქცინის მიმართ ნდობის გამოჩენა, გიორგი ქაჩერიშვილმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის სამმართველოს უფროსმა შემდეგი პასუხი გასცა: “საქართველოში შემოწმებული ვაქცინები შემოდის, რომელიც დაწესებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ნებისმიერ ვაქცინას აქვს ნებისმიერი სახის სერტიფიკატი, ამიტომ ვაქცინაცია უსაფრთხოა. საქართველოში არსებობს აუცილებელი და არაგეგმიური აცრები. არსებობს აცრების კალენდარი, სადაც ყველაფერი წერია.”

დეტალები ჩვენს გიორგი ქაჩერიშვილთან ინტერვიუში.

Radio NOR · В ЦОЗ провели информационная встреча для сельских врачей по вопросам прививок