ტროტუარების მდგომარეობა თავისუფლების ქუჩაზე: რატომაა იძულებული მოსახლეობა ორმოებსა და მანქანებს გვერდი აუაროს

ტროტუარების მდგომარეობა თავისუფლების ქუჩაზე: რატომაა იძულებული მოსახლეობა ორმოებსა და მანქანებს გვერდი აუაროს

ყოველ გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ, ტროტუარების მდგომარეობა ნინოწმინდაში უარესდება. თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარებზე ორმოებია წარმოქმნილი. ეს ართულებს ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებას, განსაკუთრებით წვიმის დროს, როდესაც წყალი გროვდება ორმოებში. გარდა ამისა, მძღოლების ნაწილი მანქანებს ტროტუარებზე აჩერებს, რაც უფრო მოუხერხებელს ხდის გადაადგილებას.

აღსანიშნავია, რომ თავისუფლება არ არის ერთადერთი ქუჩა, სადაც ავარიული ტროტუარებია. ასეთი მდგომარეობაა პუშკინის, სპანდარიანისა და ჰოვსეფიანის ქუჩებზეც. ზოგიერთი მონაკვეთი, როგორიცაა მაგისტრალური გზა თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდა და თავისუფლების ქუჩის ნაწილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა შეაკეთოს. სხვა ქუჩები მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.



ამ ტროტუარების სარეაბილიტაციოდ მერიამ წელს 479 000 ლარი გამოყო. ჯერ-ჯერობით პროექტი არ არის შედგენილი. რადიო NOR-მა არაერთხელ გააშუქა ეს საკითხი და აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას.

ვითარება თავისუფლების ქუჩის ტროტუარებზე.