ადრეული ასაკიდან მშობლები ასწავლიან ბავშვებს საგზაო წესების დაცვას, რადგან ეს აუცილებელია გზებზე, ტროტუარებზე და ქუჩებზე საკუთარი და გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის.
ამ წესებს შორის მნიშვნელოვან როლს თამაშობს საგზაო ნიშნები, რომლებიც ეხმარება მძღოლებსა და ქვეითებს გზაზე სწორად სიარულში. ყველა საგზაო ნიშანი იყოფა რამდენიმე ძირითად კატეგორიად – ზოგი კრძალავს, ზოგი აფრთხილებს და არის ისეთებიც, რომლებიც ხსნიან ყველა წინა შეზღუდვას. ისინი ეხმარებიან მძღოლებს გზაზე ნებისმიერი საფრთხის მოახლოებაზე ორიენტირებაში. ყველა მანქანის მფლობელს მოეთხოვება საგზაო ნიშნების ცოდნა, რადგან მხოლოდ ასე შეუძლიათ მათ საკუთარი და საყვარელი ადამიანების დაცვა ავტოსაგზაო შემთხვევებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული საგზაო ნიშნები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მძღოლებმა და ქვეითებმა, მათ გარკვეულ ნაწილს მრავალი მანკიერი ჩვევა ახასიათებს და წესების დარღვევა მათთვის ჩვეული მოვლენაა. ეს არა მხოლოდ საგზაო წესების უგულებელყოფას, არამედ ისეთ მორალურ საკითხებსაც ეხება, რომლებიც საზოგადოდ აღიარებულ კულტურულ ნორმებში არ ჯდება — დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს და ზიანს აყენებს გარემოს.
სექტემბერში ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩაზე შსს-ს პროექტით კომპანია “ჯავახავტოგზამ” სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დააგო, რომლებიც 10 დღის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა. მერიაში ამბობენ, რომ არსებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ბარიერების დაზიანების მიზეზი სატვირთო მანქანებია, რომლებიც ამ გზაზე გადიან. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს, რათა გაგვერკვია, აღადგენენ თუ არა ისინი ამ ბარიერებს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებობს ასეთი ბარიერები, თუმცა მაი დიდი ნაწილი აშენებულია მოსახლეობის მიერ ასფალტის ფენით და არც ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი არ არის, რის გამოც მძღოლები ღამით მათ ხშირად ვერც კი ამჩნევენ. თვითონ ქალაქში კი უკვე არსებული პლასმასის ბარიერები დაზიანებულია და შეცვლას საჭიროებს. მერიის ინფრასტრუქურის სამსახურში ამბობენ, რომ ამჟამად არაა ცნობილი 2023 წელს შეაკეთებენ მათ თუ არა, განვითარებული მოვლენების შესახებ კი რადიო NOR-ი გაცნობებთ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ნინოწმინდაში საგზაო ნიშნების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია და შეცვლას ექვემდებარება, თუმცა ჯერ-ჯერობით ამასთან დაკავშირებით რაიმე სამუშაოები არ იგეგმება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ იყო გამოცხადებული 10 000 ლარიანი ტენდერი საგზაო ნიშნების შეძენა-მონტაჟისთვის. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “გზაჯვარედინმა”, რომელმაც სამუშაოები 8 315 ლარად შეასრულა. სამუშაოები უკვე დასრულებულია და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ნაწილში 31 საგზაო ნიშანი დაამონტაჟა. ამის შესახებ უფრო დეტალურად მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტმა, არარატ დარბინიანმა ისაუბრა.
კომპანია „გზაჯვარედინი“ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2007 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. საქმიანობის ძირითადი მიმართულება საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ლითონის საყრდენი კონსტრუქციების, საპარკინგე და გვირაბების ავტომატური სისტემების მონტაჟი და საგზაო მონიშვნების სამუშაოების შესრულებაა.
კომპანია თანამედროვე დანადგარებით აწარმოებს საგზაო ნიშნებს, რომლებიც შეესაბამება ევროპული, სსტ ენ 12899-1:2010 სტანდარტის მოთხოვნებს. კომპანია ფლობს ხარისხის მართვის ISO9001:2015 სერტიფიკატს.